შპს სკოლა ჰორიზონტის განცხადება ვაკანტური საათების შესავსებად

შპს სკოლა ჰორიზონტი აცხადებს მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე IX-XII კლასებში

შპს სკოლა ჰორიზონტის  მიზანია განათლების ეროვნული მიზნების წარმატებით განხორციელება.

   ჩვენი სასწავლო გარემო დაფუძნებულია მასწავლებელთა თანამშრომლობის კულტურაზე, მოსწავლეთა აქტიური ჩართულობისა და ინტერესების გათვალისწინებაზე. სკოლის მთავარი ღირებულებაა მოსწავლის ხმა — მათი საჭიროებების, ინტერესებისა და ინდივიდუალური განვითარების მხარდაჭერა.

        საკვალიფიკაციო მოთხოვნები

 კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს და ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:

     ა) უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით);

ბ) უნდა ჰქონდეს განათლების მიმართულებით მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით) და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;

გ) უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილი უნდა ჰქონდეთ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა და უნდა ჰქონდეთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;

დ) უნდა ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;

ე) უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის ან განათლების მიმართულებაში შემავალი დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.

ვ) უნდა იყოს 2015 წლის 1 იანვრამდე მოქმედი მასწავლებელი;

ზ) უნდა იყოს 2015 წლის 1 იანვრამდე სერტიფიცირებული პირი.

     თუ საკონკურსო კომისიამ ვერ შეარჩია ზემოაღნიშნული კრიტერიუმების შესაბამისი მასწავლებლობის კანდიდატი, სკოლამ შესაძლებელია აიყვანოს პირი მასწავლებლობის მაძიებლად, რომელსაც ექნება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის/მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, თუ მუშაობის დაწყებიდან 2 წლის ვადაში გაივლის მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამას ან მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დისტანციური კურსს.

     დამატებითი მოთხოვნა

• საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office, Outlook)

• მითითებულ ენობრივ კატეგორიაში მიღებული უმაღლესი განათლება ან /და შესაბამისი უცხოური ენის ცოდნის C1 დონის დამადასტურებელი დოკუმეტი;

       საკონკურსო ეტაპები

ა) დადგენილი მოთხოვნების მიხედვით მიღებული განაცხადების გადარჩევა;

ბ)გასაუბრება

ბ) კონკურსის შედეგების განსაზღვრა სპეციალური კომისიის მიერ.

         განაცხადების მიღების პროცედურა:

  კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა განაცხადი უნდა წარმოადგინოს სკოლის ოფიციალურ მეილზე-horioznti2026@gmail.com

  ვაკანტური საათების დასაკავებლად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

 ა) მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ბ) რეზიუმე (CV)

გ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი;

გ) მასწავლებლის კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომის ასლი;

დ) სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭების დამადასტურებელი სერტიფიკატის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ე) კანდიდატს, ვაკანტურ პოზიციაზე შერჩევის შემთხვევაში, მოეთხოვება ცნობები სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ და უფლების ჩამორთმევის შესახებ.

წაყენებული მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენ მიერ მოწოდებული რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის.

გამოცხადებულ ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს, CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ შპს სკოლა ჰორიზონტი უფლებამოსილია კანონმდებლოთ დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია (მათ შორის, შესაძლოა მოიცავდეს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც). გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი სკოლისს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

Scroll to Top