სკოლის შესახებ

ჩვენი სკოლა არის ადგილი, სადაც სწავლა მხოლოდ აკადემიური პროცესით არ შემოიფარგლება – ეს არის სივრცე, სადაც ბავშვები ყოველდღიურად ვითარდებიან როგორც პიროვნებები, სწავლობენ ურთიერთობას, პასუხისმგებლობასა და შემოქმედებითობას.
უსაფრთხო,მყუდრო და სასიამოვნო გარემო, სადაც მოსწავლეები, თანამშრომლები კომფორტულად გრძნობენ თავს:
პროფესიონალი, მზრუნველი, მოსიყვარულე და მეგობრული პედაგოგები, რომელთა საშუალებითაც თითოეულ მოსწავლეს ეძლევა თანაბარი შესაძლებლობა თავისუფლად გამოავლინოს და განავითაროს თავისი ნიჭი, უნარი, მიდრეკილება, განეწყოს პოზიტიურად და გაუძლიერდეს სწავლისადმი ინტერესი, სანიმუშო წესრიგი და თანამშრომელთა სამაგალითო ურთიერთდამოკიდებულება, რაც დადებით გავლენას ახდენს მოზარდთა პიროვნებად ჩამოყალიბებასა და სწავლა- აღზრდის ხარისხზე:
სუფთა, ნათელი, სათანადოდ აღჭურვილი საკლასო ოთახები და კლასებში მოსწავლეთა მცირე რაოდენoბა, რაც ხელს უწყობს მოსწავლეს მაქსიმალურად ჩაერთოს საგაკვეთილო პროცესში და მიიღოს ხარისხიანი განათლება:
გაძლიერებულად ისწავლება მათემატიკა და უცხო ენები.
მოსწავლეთა ინტერესებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით დამატებით ტარდება მეცადინეობები ცალკეულ საგნებში.
სკოლა მუშაობს გახანგრძლივებული დღის რეჟიმითაც საღამოს 5 საათამდე. (ამ რეჟიმით მომსახურების სურვილის შემთხვევაში)
სკოლაში ფუნქციონირებს სასკოლო კლუბები:
1) ეკოკლუბი “მეტი სიცოცხლისათვის”
2) ლიტერატურული კლუბი”თვალსაწიერი”,”აზრი აზრში”
3) სამოქალაქო განათლების კლუბი იბერიელები
4) მათემატიკური წრე ევკლიდეს ალგორითმი:
5) ინგლისურის Rader:
6) კინოკლუბი-„კადრი“
7) შემოქმედებითი კლუბი-„ცეკვის ენა“
სადამრიგებლო პროგრამები-საინტერესო აქტივობებით:
ეკოლოგიურად სუფთა გარემოში (ზღვისპირა პარკში)მიზნობრივი გასეირნება ჰორიზონტელებისთვის ყველაზე საჭირო აქტივობად იქცა.
სკოლა ჰორიზონტი, სადაც ცოდნა ღრმავდება, პერსპექტივა ფართოვდება

ბოლო სიახლეები

ჰორიზონტის დღიური #1

იქმნება სკოლა,რომელიც შენდება ღირებულებებზე, ყოველი დღე კიდევ ერთი ნაბიჯია ჩვენი საერთო ჰორიზონტისკენ. #ნაბიჯი#N 1 აქ თითოეულ სივრცეს თავისი დანიშნულება აქვს ...

ჰორიზონტის დღიური #2

არის გზები,რომლებიც მხოლოდ ნაბიჯებითკი არ იზომება,არამედ პასუხისმგებლობით,მოთმინებით,,შრომით,ნდობითა და იმ რწმენით,რომ ყველაზე რთულ დროსაც კი არ უნდა დათმო ის, რაც ნამდვილად ...

შპს სკოლა ჰორიზონტი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება „სკოლა ჰორიზონტის“ ოფიციალურ გვერდზე. „სკოლა ჰორიზონტი“ იქმნება იმ რწმენით,რომ ხარისხიანი განათლება იწყება პასუხისმგებლობით, პატივისცემითა და მზრუნველობით ...

დაგვიკავშირდით

    Scroll to Top