მიზანი
მოსწავლეებში კითხვის სიყვარულის, მეტყველების, აზროვნებისა და შემოქმედებითი უნარის ჩამოყალიბება.
გეგმა:
I შეხვედრა – გაცნობა;
თემა: ‘’ რატომ გვიყვარს წიგნები?’’
- წრის წევრების გაცნობა;
- საყვარელი წიგნების განხილვა;
- ლოგოს და დევიზის წარდგენა;
აქტივობა:
თითოეულმა მოსწავლემ დაასახელოს საყვარელი ზღაპარი.
II შეხვედრა – ზღაპრების დღე
თემა: ქართული ზღაპრები:
- ზღაპრის კითხვა;
- პერსონაჟების დახასიათება;
- ილუსტრაციების დახატვა;
აქტივობა:
დახატე შენი საყვარელი გმირი
III შეხვედრა – ხმამაღალი კითხვა
თემა: ‘’ვკითხულობთ ერთად’’
- როლებად კითხვა;
- ინტონაციაზე მუშაობა;’
- ახალი სიტყვების ახსნა’;
აქტივობა:
პატარა სცენის დადგმა
IV შეხვედრა – შემოქმედებითი წერა
თემა : ‘’მე რომ მწერალი ვიყო’’
- პატარა მოთხრობების შექმნა;
- ზღაპრის დასასრულის შეცვლა;
აქტივობა:
საკუთარი მინი წიგნის შექმნა;
V შეხვედრა – ვიქტორინა
თემა : ‘’ვინ იცის მეტი’’
- კითხვები წაკითხული ტექსტებიდან;
- გუნდური თამაშები;
- ქულების შეგროვება;
აქტივობა :
გამარჯვებულების დაჯილდოება…
VI შეხვედრა – შემაჯამებელი დღე
თემა : ‘’წიგნების დღესასწაული’’
- საუკეთესო მკითხველის გამოვლენა;
- ლექსებისა და მოთხრობების წარმოდგენა;
- ფოტოსესია ….
წრის წესები:
- ვუსმენთ ერთმანეთს ყურადღებით;
- ვუფრთხილდებით წიგნებს;
- ყველა წევრი მონაწილეობს აქტიურად;
- პატივს ვცემთ ერთმანეთს..
