სკოლის პოდკასტის კლუბი
ჩვენი სკოლა — ჩვენი ხმა
I. პოდკასტის კლუბის მიზანია მოსწავლეთა ხმასა და იდეებს მიეცეს საჯარო სივრცე, სადაც ისინი შეძლებენ საკუთარი მოსაზრებების, გამოცდილებისა და სასწავლო თემების გაზიარებას.
1.1.პროექტი ემსახურება მოსწავლეთა აქტიურ ჩართულობას სკოლის ცხოვრებაში.
II.მოსწავლეთა საბჭოს როლი
მოსწავლეთა საბჭო:
2.1.მონაწილეობს პოდკასტის თემების შერჩევაში,
2.2.კოორდინაციას უწევს კლუბის მუშაობას,
2.3.ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართულობას.,
2.4.საბჭოს წევრები ასევე შეიძლება იყვნენ:
პოდკასტის წამყვანები,ინტერვიუერები,ეპიზოდების ორგანიზატორები.
III.მასწავლებლის როლი
3.1.მასწავლებელი არის მენტორი და მხარდამჭერი, რომელიც:
3.2.ეხმარება მოსწავლეებს პროცესის დაგეგმვაში,
3.3.უზრუნველყოფს საგნობრივ კავშირს,
3.4.ხელს უწყობს უსაფრთხო და პასუხისმგებლიან მედია გარემოს.
IV.კლუბის საქმიანობა
პოდკასტის კლუბი:
სკოლის პოდკასტის კლუბი წარმოადგენს მოსწავლეთა შემოქმედებით და საგანმანათლებლო გაერთიანებას, რომელიც ფუნქციონირებს სკოლის სივრცეში.და საქმიანობას ახორციელებს სკოლის დირექციის მხარდაჭერით.
კლუბის მუშაობა ეფუძნება:
4.1.მოსწავლეთა თანამშრომლობას,
4.2.შემოქმედებით საქმიანობას,
4.3.კომუნიკაციისა და კრიტიკული აზროვნების განვითარებას.
პოდკასტის ეპიზოდები მზადდება სხვადასხვა საგნის თემებზე დაინტეგრირდება სასწავლო პროცესში.
კლუბის მიზნები
კლუბის მიზანია:
4.4.მოსწავლეთა თვითგამოხატვის ხელშეწყობა,
4.5.კომუნიკაციისა და საჯარო საუბრის უნარების განვითარება,
4.6.მედია– წიგნიერების განვითარება,
4.7.მოსწავლეთა ჩართულობის გაძლიერება სკოლის ცხოვრებაში,
4.8.საგნობრივი ცოდნის პრაქტიკულ კონტექსტში გამოყენება.მოსწავლეთა თვითგამოხატვის ხელშეწყობა,
4.9.სასწავლო საგნებთან ინტეგრირებული აქტივობების განხორციელება,
კლუბის ამოცანები
4.10.სკოლის პოდკასტის ეპიზოდების შექმნა,
4.11.პოდკასტის თემების დაგეგმვა სასწავლო წლის განმავლობაში,
4.12.სხვადასხვა საგანთან ინტეგრირებული აქტივობების განხორციელება,
4.13.მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერა.
4.14.სასწავლო თემებზე დისკუსიის ორგანიზება,
4.15.სხვადასხვა საგანთან დაკავშირებული პოდკასტების მომზადება,
4.16სკოლის ცხოვრებასთან დაკავშირებული თემების განხილვა.
V.კლუბის წევრები
კლუბში შეიძლება გაერთიანდნენ:
5.1.VII–XII კლასის მოსწავლეები,
5.2.მოსწავლეთა საბჭოს წარმომადგენლები,
5.3.პოდკასტით დაინტერესებული სხვა მოსწავლეები.
5.4.კლუბს ხელმძღვანელობს მასწავლებელი–კოორდინატორი.
VIკლუბის სტრუქტურა
კლუბის მუშაობაში შესაძლებელია არსებობდეს შემდეგი როლები:
6.1. წამყვანი
მართავს პოდკასტის საუბარს და სვამს კითხვებს.
6. 2.მოსაუბრე / სტუმარი
წარმოადგენს თემას და გამოთქვამს მოსაზრებებს.
6.3..ტექნიკური ჯგუფი
პასუხისმგებელია ჩაწერასა და აუდიომასალაზე.
6.4..სცენარის ჯგუფი
ამზადებს კითხვებს და ეპიზოდის გეგმას.
6.5.პოპულარიზაციის ჯგუფი
ზრუნავს პოდკასტის გავრცელებაზე (სკოლის გვერდი, ღონისძიებები).
6.6..კლუბის წევრები შეიძლება იყვნენ სკოლის მოსწავლეები (VII–XII კლასები).
6.7.კლუბში გაწევრიანება ხდება ნებაყოფლობითი პრინციპით.
6.8.კლუბის წევრებს შორის შესაძლებელია ფუნქციების განაწილება.
VII.კლუბის მუშაობის ფორმატი
კლუბი იკრიბება:
ა.თვეში ერთ – ორჯერგ ეგმავს პოდკასტის თემებს,
ბ.ამზადებს და იწერს პოდკასტის ეპიზოდებს.
შეხვედრებზე ხდება:
გთემების დაგეგმვა,სცენარის მომზადება,პოდკასტის ჩაწერა.
VIIIპოდკასტის თემები
თემები შეიძლება ეხებოდეს:
ა.სასწავლო საგნებს,სკოლის ცხოვრებას,
ბ.ახალგაზრდულ საკითხებს,
გ.საინტერესო წიგნებს ან ისტორიულ მოვლენებს.
IX.მოსალოდნელი შედეგები
პროექტის განხორციელების შედეგად:
ა.იზრდება მოსწავლეთა აქტიური მონაწილეობა,
ბ.ვითარდება კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარები,
გ.მოსწავლეები სწავლობენ მედიის პასუხისმგებლიან გამოყენებას,
დ.სკოლაში იქმნება შემოქმედებითი და ინოვაციური სასწავლო გარემო.
X.წლის შემაჯამებელი აქტივობა
სასწავლო წლის ბოლოს შესაძლებელია ჩატარდეს:
„სკოლის პოდკასტის დღე“
რომლის ფარგლებში:
ა.წარმოდგენილი იქნება წლის საუკეთესო ეპიზოდები,
ბ.მოხდება მოსწავლეთა დაჯილდოება,
გ.გაზიარებული იქნება გამოცდილება.
სკოლის პოდკასტის კლუბის წლიური სამუშაო გეგმა
„ჩვენი სკოლა — ჩვენი ხმა“
| თვე | აქტივობა | პასუხისმგებელი |
| სექტემბერი | პოდკასტის კლუბის წევრების შერჩევა და პირველი შეხვედრა | მოსწავლეთა საბჭო, მენტორი მასწავლებელი |
| ოქტომბერი | პოდკასტის თემების დაგეგმვა და პირველი ეპიზოდის ჩაწერა | კლუბის წევრები |
| ნოემბერი | საგნობრივი პოდკასტი (ისტორია / ქართული) | საგნის მასწავლებელი და კლუბი |
| დეკემბერი | პოდკასტი ინგლისურ ენაზე | ინგლისურის მასწავლებელი |
| იანვარი | პოდკასტის თემაზე დისკუსია და ახალი იდეების შეგროვება | კლუბი |
| თებერვალი | წიგნის ან ლიტერატურული თემის პოდკასტი | ქართული ენის მასწავლებელი |
| მარტი | ახალგაზრდული თემები (მოსწავლეთა ცხოვრება) | მოსწავლეთა საბჭო |
| აპრილი | გარემოს ან საზოგადოების თემაზე პოდკასტი | კლუბი |
| მაისი | წლის საუკეთესო პოდკასტების შერჩევა | კლუბი და მოსწავლეები |
| ივნისი | სკოლის პოდკასტის დღე – წლის შემაჯამებელი ღონისძიება | სკოლა |
