ჰორიზონტის დღიური #2

არის გზები,რომლებიც მხოლოდ ნაბიჯებითკი არ იზომება,არამედ პასუხისმგებლობით,მოთმინებით,,შრომით,ნდობითა და იმ რწმენით,რომ ყველაზე რთულ დროსაც კი არ უნდა დათმო ის, რაც ნამდვილად

ღ ი რ ე ბ უ ლ ი ა.

2026 წლის 3 ივლისს სკოლა ჰორიზონტი ცნობილ იქნა ავტორიზაციის მაძიებელ დაწესებულებად.

ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი ეტაპია არა მხოლოდ იმიტომ,რომ ჰორიზონტი ავტორიზაციის პროცესშია,არამედ იმიტომ,რომ აქამდე მოვედით ბევრი შრომითა და იმ შინაგანი ძალით,რომელიც განსაკუთრებით რთულ დღეებშიც გვაძლიერებდა.

ბოლო თვეები ჩვენთვის ერთდროულად იყო დაძაბული და ძალიან საპასუხისმგებლოც

1)მიმდინარეობდა ჰორიზონტის ავტორიზაციის პროცესისათვის მოსამზადებელი სამუშაოები.

2)ვაგრძელებდით იბერიაში სასწავლო პროცესს სრული პასუხისმგებლობით,მოსწავლეთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებითა და იმ ვალდებულების შეგრძნებით,რომელიც სკოლას აკისრია მოსწავ ვლისა და მშობლის წინაშე..

ჩვენთვის მთავარი იყო სასწავლო წელი დასრულებულიყო ღირსეულად მშვიდად და შედეგიანად.

ასეც მოხდა:ბავშვებმა დაასრულეს სასწავლო წელი,მიიღეს შესაბსმისი შეფასება,გადავიდნენ მომდევნო კლასებში,

ჩვენ კი კიდევ ერთხელ დავრწმუნდით,რომ ყველაზე მთავარი ღირებულება-

მ ო ს წ ა ვ ლ ე ა,მისი სიმშვიდე და მისი მომავალია.

განსაკუთრებული მადლობა გვინდა ვუთხრათ

მ შ ო ბ ლ ე ბ ს ნდობისთვის,თანადგომისთვის,მოთმინებისთვის და იმ მხარდაჭერისთვის,რომელიც ამ გზაზე არაერთხელ გვაგრძნობინეს,მათი გულშემატკივრობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ძვირფასია.

მადლობა ჩვენს მასწავლებლებსა და თანამშრომლებსაც შრომისთვის,ერთგულებისთვის და იმ პროფესიონალიზმისთვის,რომლითაც ეს რ თ უ ლ ი პერიოდი გავიარეთ.

დღეს,ჰ ო რ ი ზ ო ნ ტ ი დგას კიდევ ერთ მნიშვნელოვან ეტაპზე,წინ ჯერ კიდევ ბევრი შრომა გვჭირდება,სიფრთხილე გვმართებს და ბევრი ნაბიჯია გადასადგმელი,მაგრამ ეს გზა ჩვენთვის უკვე ერთ რამეს ადასტურებს:

თუ მიზანი ნათელია, თუ ადამიანი თავის საქმეს გულით ემსახურება…

ჰ ო რ ი ზ ო ნ ტ ი აუცილებლად გამოჩნდება.

#ჰორიზონტს#აქვს#ჰორიზონტი

და ჩვენ ამ ჰორიზონტისკენ მივდივართ

რწმენით,

ღირსებით

და სიყვარულით

Scroll to Top