I. ზოგადი დებულება და აქტუალობა
კინო თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი საგანმანათლებლო და ვიზუალური ინსტრუმენტია. სასკოლო კინოკლუბ „კადრის“ დაარსების იდეა ემსახურება მოსწავლეებში არაფორმალური განათლების პოპულარიზაციას. კლუბი იქნება სივრცე, სადაც კინოხელოვნების საშუალებით განიხილება მნიშვნელოვანი სოციალური, ისტორიული, ლიტერატურული და მორალური საკითხები.
II. კლუბის მიზნები და ამოცანები
- ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების განვითარება: ფილმის ყურება არ იქნება მხოლოდ გართობა; მოსწავლეები ისწავლიან სიუჟეტის, პერსონაჟების ქცევისა და რეჟისორული ჩანაფიქრის გაანალიზებას.
- დისკუსიის კულტურის ამაღლება: ფილმის შემდგომი განხილვები დაეხმარება მოსწავლეებს საკუთარი აზრის არგუმენტირებულად გამოხატვასა და სხვების აზრის პატივისცემაში.
- თვალსაწიერის გაფართოება: მოსწავლეები გაეცნობიან როგორც ქართული, ისე მსოფლიო კინემატოგრაფის კლასიკას, დოკუმენტურ კინოსა და საგანმანათლებლო ეკრანიზაციებს.
- სოციალიზაცია: კლუბი ხელს შეუწყობს სხვადასხვა კლასის მოსწავლეების დაახლოებასა და გუნდურ მუშაობას.
III. სამუშაო ფორმატი და სტრუქტურა
კინოკლუბის შეხვედრები ჩატარდება რეგულარულად, წინასწარ გაწერილი გრაფიკით.
შეხვედრის ხანგრძლივობა: საშუალოდ 2.5 – 3 საათი (მოიცავს ფილმის ჩვენებას + 30-40 წუთიან დისკუსიას).
ადგილმდებარეობა: შპს სკოლა ჰორიზონტის ბიბლიოთეკა
შეხვედრის სტრუქტურა:
1 შესავალი (5-10 წთ): მოდერატორის მიერ ფილმის, რეჟისორისა და ეპოქის მოკლე წარდგენა (რა კუთხით უნდა მიექცეს ყურადღება ყურებისას).
2 ჩვენება (1.5 – 2 სთ): ფილმის ერთობლივი ყურება.
3 დისკუსია (30-40 წთ): წინასწარ მომზადებული კითხვების გარშემო აზრთა გაზიარება, დებატები და შეჯამება.
V. მოსალოდნელი შედეგები
- გააქტიურებული არაფორმალური სასკოლო ცხოვრება.
- მოსწავლეებში პრეზენტაციისა და საჯარო გამოსვლის უნარების გაუმჯობესება (დისკუსიების ხარჯზე).
- კინოხელოვნების, როგორც დარგის, უკეთესი შემეცნება.
- ესეებისა და რეცენზიების წერის კულტურის დანერგვა (სურვილისამებრ, ფილმის ნახვის შემდეგ მოსწავლეებს შეეძლებათ დაწერონ მოკლე შეფასებები).
VI. კლუბის საქმიანობა
ა)კინოჩვენებები
- ანიმაცია
- დოკუმენტური ფილმი
- კლასიკური კინო
- თანამედროვე კინო
ბ) დისკუსია
- მთავარი იდეის გამოყოფა
- პერსონაჟების შეფასება
- რეჟისორის ხედვა
- სოციალური თემები
- მოსწავლეთა მოსაზრებები
გ) თემატური კვირეულები
- ქართული კინოს კვირეული
- ოსკაროსანი ფილმების კვირეული
- ანიმაციის კვირეული
- ისტორიული კინოს კვირეული
- დოკუმენტურის კინოს კვირეული
დ) შემოქმედებითი სახელოსნო
- სცენარის წერა
- მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღება სოციალურ თემებზე
- მსახიობის ხელოვნება
VII-სამიზნე აუდიტორია
- დაწყებითი (V-VI) და საბაზო (VII,VIII,IX) საფეხურის მოსწავლეები
- მასწავლებლები
VIII. სასკოლო კინოკლუბის „კადრი“წლიური სამუშაო გეგმა
| თვე | აქტივობა/თემატიკა | ფილმი | დისკუსის თემა |
| სექტემბერი | პრეზენტაციის მომზადება და გაცნობა. კლუბის წევრების რეგისტრაცია. | – | ფილმის დანიშნულება თანამედროვე საზოგადოებისთვის. |
| ოქტომბერი (ორი შეხვედრა) | ფილმის ჩვენება- | ფილმი-„საოცრება“ რეჟისორი-სტეფენ ჩბოსკი ფილმი-„ ხიდი ტერებითიაში“ რეჟისორი-გაბორ ჩუპო | ბულინგი და ჩაგვრა სკოლაში.ემპატია და კეთილგანწყობასიმამაცე და თვითრწმენამეგობრობის მნიშვნელობა |
| ნოემბერი (ორი შეხვედრა) | ფილმის ჩენებაწიგნის წაკითხვა | ფილმი-მე,ბებია,ილიკო და ილარიონი რეჟისორი-თენგიზ აბულაძე ფილმი-„შერეკილები რეჟისორი-ელდარ შენგელაია | კინო და წიგნიოჯახური ღირებულებებიიუმორის მნიშვნელობა კინოში |
| დეკემბერი (ორი შეხვედრა) | მხატვრობა და კინოფილმის ჩვენება | ფილმი-ფიროსმანი“ რეჟისორი-გიორგი შენგელაია ფილმი- „ლურჯი ჩიტი“ რეჟსორი- გიორგი შენგელაია | როგორ ცოცხლდება გენიალური მხატვრის ტილოები ეკრანზეხელოვანის ბედი საზოგადოებაშიდოკუმენტური ფილმის მნიშვნელობა |
| დეკემბერი (ორი შეხვედრა) | საახალწლო განწყობა კინოშიფილმის ჩვენება | ფილმი- „სახლში მარტო დარჩენილი„ რეჟისორი-ფრანკ კაპრა ფილმი-„კლაუსი“ რეჟისორი-სერხიო პაბლოსი | ოჯახის მნიშვნელობა ადამიანის ცხოვრებაშისადღესასწაულო განწყობის შექმნა |
| იანვარი (ორი შეხვედრა) | თანაგრძნობა დ ა ბრძოლა უსამართლობის წინააღმდეგ ფილმის ჩვენება | ფილმი- „ნუ მოკლავ ჯაფარას“ რეჟისორი- რობერტ მულიგანი ფილმი-„ბიჭი ზოლიან პიჟამაში“ რეჟისორი-მარკ ჰერმანი | რასიზმისტერეოტიპები და ბავშვის თვალით დანახული სამართლიანობა |
| თებერვალი (ორი შეხვედრა) | მიზნისკენ სავალი გზაფილმის ჩვენება | ფილმი- „ოქტომბრის ცა“ რეჟისროი-ჯო ჯონსტონი ფილმი- ნიჭიერი/აღმოჩე რეჟისორი- მარკ ვები | გარემო პირობების მიუხედავად ოცნებებსითვის ბრძოლის მნიშვნელობატექნოლოგიების იდეა ადამიანის ცხოვრებაში |
| მარტი (ორი შეხვედრა) | ანიმაცია, როგორც დიდებული ხელოვნებაფილმის ჩვენება | ფილმი-„ მოჩვენებების მიერ გატაცებულნი“ რეჟისორი- ჰაიაო მიაძაკი ფილმი- „კორალინი საოცრებათა ქვეყანაში“ რეჟისორი-ჰენრი სელიკი | ემოციების მართვაპასუხისმგებლობის გრძნობაანიმაციური ფილმის დანიშნულება და ფილოსოფია |
| აპრილი (ორი შეხვედრა) | ადამიანი და ბუნება ფილმის ჩენება | ფილმი-„ ჩვენი პლანეტა“ ფილმი-მარჩიელთა სამყარო რეჟისორი-ჯა პერენი | გარემოსდაცვითი პრობლემების გაოსახვა ფილმშიადამიანის პასუხისმგებლობა დედამიწის წინაშე |
| მაისი | მოკლემეტრაჟანი ფილმის დანიშნულება | ფილმები- : „აწმყო“ „piper” „ჩიტებისთვის“ | ადამიანებისა და ცხოველების დამოკიდებულება შიშის დაძლევა,განსხვავებულის მიღება,მადლიერება ბულინგი, განსხვავებულობა. |
| ივნისი | შეჯამება და შემოქმედებითი სახელოსნო შეხვედრა პრაქტიკული სამუშაო შეხვედრა (ვორქშოფი) აქტივობა: მოსწავლეები თავად ინაწილებენ როლებს (სცენარისტი, რეჟისორი, ოპერატორი, მსახიობი) და ჯგუფურად წერენ 1-წუთიანი სასკოლო ვიდეოს/სოციალური რგოლის სცენარს წლის დახურვა და დაჯილდოება აქტივობა: კლუბის აქტიური წევრებისთვის სერტიფიკატების/სიგელების გადაცემა. წლის საუკეთესო ფილმისა და საუკეთესო რეცენზიის ავტორის გამოვლენა |
IX. სკოლისგან საჭირო მხარდაჭერა (რესურსები)
პროექტის წარმატებით განსახორციელებლად კლუბს ესაჭიროება:
- სივრცე, რომელიც აღჭურვილი იქნება პროექტორით (ან დიდი ეკრანით) და დინამიკებით.
- სკამები/დასასხდომები მოსწავლეებისთვის.
- ნებართვა შეხვედრების საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ ჩატარებაზე.
- სკოლის საინფორმაციო არხების (ფეისბუქ გვერდი, საინფორმაციო დაფა) გამოყენება ანონსების გასავრცელებლად.
